ქართველი ემიგრანტი მარი ჟვანია, რომელიც იტალიაში, ქალაქ ნაპოლში დაიკარგა, წუხელ, გვიან ღამით, ოჯახს დაუკავშირდა.
მარი ჟვანია სენაკის მკვიდრია.
მისი პოვნის შესახებ ინფორმაცია “გურია ნიუსს” მერის წარმომადგენელმა დაუდასტურა.
როგორც ალექსანდრე ჯანჯღავა განმარტავს, ქალბატონი თავს კარგად გრძნობს.
მარი ჟვანიას დაკარგვის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად სოციალურ ქსელში შოთო სიხარულიძემ გაავრცელა.
როგორც ის წერდა, ემიგრანტი ერთი თვეა კონტაქტზე არ გამოდიოდა.