პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვები, შესაძლოა, დროზე ადრე შემსუბუქდეს,_ ამის შესახებ განცხადება რამდენიმე წუთის წინ საქართველოს პრემიერმა, გიორგი გახარიამ გააკეთა.
„დღევანდელი ტენდენციები გვაძლევს ფრთხილი ოპტიმიზმის საშუალებას და ამიტომ დღეს უნდა დავიწყოთ მსჯელობა იმაზე რომ თუ მსგავსი ტენდენცია შევინარჩუნეთ უახლოესი 1 კვირის განმავლობაში , ისე როგორც გავაკეთეთ ზაფხულში, ეტაპობრივი გახსნა ცოტა უფრო ადრე დავიწყოთ. ეს ეხება პირველ რიგში თბილისს, ქუთაისს, რუსთავს და ეს ეხება სასწავლო დაწესებულებს და მუნიციპალური ტრანსპორტის ამოქმედებას“,_ განაცხადა გახარიამ.