მსოფლიოს ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერობა ესაჭიროება – ამის შესახებ ამერიკის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა. ინფორმაციას apnews ავრცელებს.
ასევე, ენტონ ბლინკენმა, პირველ სამუშაო დღეს თანამშრომლებთან შეხვედრისას აღნიშნა, რომ ამერიკას კვლავინდებურად შესწევს ძალა, მოახდინოს სხვა ქვეყნების მობილიზება.
„მსოფლიოს ჩვენი ლიდერობა სჭირდება, რადგანაც პრობლემები უფრო ადვილად გვარდება, თუ საქმეში შეერთებული შტატებია ჩართული. ამერიკას კვლავინდებურად შესწევს ძალა, მოახდინოს სხვა ქვეყნების მობილიზება საუკეთესო მიზნების მისაღწევად“ – განაცხადა ბლინკენმა.