https://sinatle.media/
გურია ნიუსი
  • მთავარი
    • ყველა
    • დღის ფოტო
    • კულტურა
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • სამართალი
    • სპორტი
    • ფინანსები

    „სფერო ინვესტის“ იურისტი, სოფიკო პეტრიაშვილი დააკავეს

    საქართველოს ბანკის პარტნიორმა კომპანიებმა საერთაშორისო გამოფენა -Gulfood Dubai 2026-ში მიიღეს მონაწილეობა

    უცნაური საახალწლო ტრადიციები

    საქართველოს ბანკი მსოფლიოში საუკეთესო ციფრული ბანკია მცირე და საშუალო ბიზნესებისთვის

    “გურია ნიუსის” ზარს მოყოლილი რეაგირება

    ენერგო-პრო ჯორჯიას აბონენტთა საყურადღებოდ!

    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV

    „მინდა, რომ ჩაგეხუტო“ _ სიყვარულის ისტორია “გურია ნიუსის“ არქივში

    ხანძარი ავჭალაში _ ვიდეოკადრები შემთხვევის ადგილიდან

    ია მამალაძე: “მედიის თავისუფლება ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ქვაკუთხედია”

    აპრილის თოვლი გურიაში

    დაკავებულებს თეთრ მიკროავტობუსებში ამწყვდევენ

    ნიღბიანი კაცი პოლიციის ფორმის გარეშე “გურია ნიუსის“ კამერას ხელს ურტყამს

  • კარმიდამო ჩემი
    • ყველა
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
    • ჩვენი რჩევები
    • ხელგარჯილობა

    მარალფალფა -საუცხოო საკვები პირუტყვისთვის  და შოთა მახარაძის გამართლებული ცდა

    სოფლის განვითარების პრობლემები  გურიაში: „ ახლა ჰაერივით საჭიროა მაგალითების შექმნა“

    როგორია კვერცხის შეღებვის საუკეთესო წესი

    მძაღის საწებელი – უძველესი გურული საწებლის რეცეპტი

    როგორ განვაახლოთ ბუნებრივად და ხელოვნურად ტყე

    “სასულიერო ცხოვრება სამეურნეო საქმიანობას არ გამორიცხავს _ ასეც უნდა იყოს”

    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია

    ფიცხი ბენია ჩხიკვიშვილი

    ,,უნახავი პოლიტიკურ-ეროვნული დემონსტრაცია”

    ფირალი ირაკლი კალანდარიშვილი

    ალმასხან ხუხუნაიშვილის “გადაკისკისება”, რომელიც არც მანამადე და არც მის შემდეგ არავის გაუკეთებია

    “ეგნატე ,,ბულდოგა“ რევოლვერს მუდამ თან ატარებდა და მეტისმეტად ფიცხი იყო”

    “ამფერი იყო ძველათ ახალი წელი ქობლეთში _ დიდნენეის მოგონებები

  • ფეისბუქსტატუსები

    ,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

    “თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

    „იმედია, ახლა მაინც დაინტერესდებით და გაარკვევთ, ვინ აფინასებდა ელისო კილაძეს, ვისთან ერთად მოქმედებდა ჩემს წინააღმდეგ?“ – ეკა ბესელია

    “აუცილებელი, რომ არ იყოს ხმას საერთოდ არ ამოვიღებდი” _ რას წერს ბათუმში გაუჩინარებული ბიჭის დედა

    ჩვენ ორ სხვადასხვა ერად ჩამოვყალიბდით _ მიხეილ სააკაშვილი

    “სულ ერთი საცდელი ილეთი მაქვს” _ რის შესახებ წერს გიორგი კეკელიძე

  • 21-ს ქვევით

    სამტრედიელი საბა ნაცვლიშვილი ეროვნული სასახლის მედიათეკის ხატვის კონკურსის გამარჯვებულია

    ჩოხატაურელი მაშიკო ჩხიკვაძე “ევერესტის” საგაზაფხულო სეზონის ოქროს ათეულში მოხვდა

    „სიყვარულით მომავლისკენ“: ახალი სასწავლო წელი და დაფაზე  ორსიტყვიანი წარწერა

    რამდენი ოქროსა და ვერცხლის მედალოსანია წელს ლანჩხუთში

    რამდენმა ჩააბარა და რამდენი ჩაიჭრა- როგორია ეროვნული გამოცდების შედეგები საგნების მიხედვით

    ოზურგეთელი ანანო ჩხაიძის წარმატება ეროვნულებზე

  • მსოფლიო

    მოსკოვში, საველოვსკის სადგურზე აფეთქება მოხდა, არიან დაღუპულები და დაშავებულები

    ვოლოდიმირ ზელენსკი – პუტინმა მესამე მსოფლიო ომი უკვე დაიწყო და უნდა შეჩერდეს

    ირანი და აშშ მოლაპარაკებების მესამე რაუნდს გამართავენ

    ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს – ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

    ვოლოდიმირ ზელენსკი – მოსკოვი დიპლომატიაზე მეტად თავდასხმებში ინვესტირებას აგრძელებს

    აშშ-ის მიერ წყნარ ოკეანეში ნარკოტიკების გადამზიდ ნავზე დარტყმას სამი ადამიანი ემსხვერპლა

  • გართობა
    • ყველა
    • ა კიდო
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო
შედეგი არ არის
ყველა შედეგი

გათავისუფლებული აქტივისტი და ბრძოლა ნამოხვანიჰესის მშენებლობის წინააღმდეგ

14:02; 3.02.2021
საზოგადოება
Share on FacebookShare on TwitterEmail

სოფელ ჟონეთში ნამოხვანის ჰესების კასკადის მოწინააღმდეგეები პოლიციამ ძალის გამოყენებით დაშალა, ხოლო კარავი, სადაც ისინი 96 ღამის განმავლობაში აფარებდნენ თავს, აიღო. სამართალდამცველებმა ადმინისტრაციული წესით ერთი მოქალაქეც დააკავეს.

დაკავებული სამოქალაქო აქტივისტი ირაკლი ანთიძე იყო, რომელიც დაკავებიდან მეორე დღესვე გაათავისუფლეს.

“რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ დამფუძნებელი მარიტა მუსელიანი “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ამბობს, რომ ირაკლი ისევ მათ გვერდით არის.

“ერთ-ერთი პროტესტის დროს აქციის მონაწილე ირაკლი ანთიძე დააკავეს, რომელიც მეორე დღესვე გაათავისუფლეს. ის ისევ ჩვენ გვერდით არის.

სასამართლოზე პოლიციელებმა თქვეს, რომ ის აქციის დროს აგრესიული ქმედებებით გამოირჩეოდა და ამის გამო მოხდა მისი დაკავება.

კომპანია, რომელიც აპირებს ჰესის მშენებლობას აქციის მონაწილეებს ყველანიარად უშლის ხელს მათ გამოხატონ თავისუფლად პროტესტი.

“ძველ ადგილას, საიდანაც მოხდა კარვების აღება, ვეღარ ვბრუნდებით იქედან გამომდინარე, რომ ეს ტერიტორია სხვისი კუთვნილებაა. როგორც გავარკვიეთ, 99 წლით არის გაყიდული. კიდევ ერთ ადგილზე ვიყავით შეკრებილები, ეს იყო ადრე, მაგრამ ეს ადგილიც სხვისი კუთვნილებაა და ვართ ასე, ადგილის გარეშე. ეს ჩვენ ხელს არ შეგვიშლის და პროტესტს გავაგრძელებთ.  

გარკვევით ვამბობთ ჩვენ სათქმელს _ “არა გიგანტურ ჰესებს“, არა ნამოხვანი ჰესის მშენებლობას“, რადგან არ გვინდა ასეთმა მშენებლობებმა ზიანი მიაყენოს გარემოს და ადამიანებს“, _ თქვა მარიტა მუსელიანმა ჩვენთან საუბრისას.

სამოქალაქო აქტივისტი ხვიჩა ვაშაყმაძის თქმით, ეს პროტესტი, რომელიც 100 დღეზე მეტი ხანია, გრძელდება, სამართლიანია.

“ადამიანების, რომლებიც უკვე 100 დღეზე მეტია, აპროტესტებენ ნამოხვანიჰესის კასკადის მშენებლობას და არა მარტო მათი, არამედ სხვა აქტივისტების მოთხოვნაა,  შეწყდეს ამ ჰესის მშენელობა და ამას თავისი მიზეზები აქვს. ეს მიზეზები კარგად განმარტეს ექსპერტებმა, თუ რატომ არ უნდა აშენდეს ჰესი.

კომპანია “ენკას“ არანაირი დოკუმენტაცია, არანაირი კვლევა არ ჩაუტარებია და არ გაუკეთებია, არ წარმოუდგენია საზოგადოებისთვის. არავინ დაურწმუნებია იმაში, რომ ჰესის მშენებლობა უსაფრთხოა. თუმცა, არსებობს საპირისპირო არგუმენტები და ამ არგუმენტებზე არიდებენ თავს ისინი პასუხების გაცემას ხელისუფლებასთან ერთად.

არაერთხელ ითქვა და ახლაც ვიტყვი, ისეთ ზონაში, რომელიც არის მეწყარსაშიში, სეისმიურად აქტიური ზონა და ისეთ მდინარეზე, როგორიც რიონია, რომელიც არ ემორჩილება არავის და არაფერს, საშიშია გიგანტური ჰესის მშენებლობა“, _ თქვა “გურია ნიუსთან“ საუბრის დროს ხვიჩა ვაშაყმაძემ.

ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე არასამთავრობო ორგანიზაციებმა მწვანე ალტერნატივა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრმა (EMC) ბრიფინგი გამართეს. მათ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს.

“თითქმის ერთი წლის წინ, 2020 წლის 28 თებერვალს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც 333 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქვედა ნამახვანის ჰესის სახეცვლილ პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დაამტკიცა.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას, სამინისტრომ უხეშად დაარღვია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული ნორმები. გარდა ამისა, კომპანია ,,ენკა რინიუებლზმა“ არ ჩაატარა და სამინისტროს არ წარუდგინა კანონით გათვალისწინებული, სავალდებულო კვლევები. ეს კვლევები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო  გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის, რადგან სწორედ მათ საფუძველზე უნდა დადგენილიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხის ხარისხი და ამ საფრთხის შემსუბუქებისა, თუ თავიდან არიდების შესაძლებლობები. 

ამ სერიოზული კანონშეუსაბამობის მიუხედავად, კომპანიის მიერ წარდგენილ არასაკმარის და უხარისხო ინფორმაციაზე დაყრდნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  მაინც მოიწონა პროექტი და გასცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. ამასთან, გადაწყვეტილება გაიცა იმ პირობით, რომ კომპანია გადაწყვეტილების მიღებამდე წარსადგენ ინფორმაციას/კვლევებს მომავალში მაინც წარადგენდა.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების თანახმად, ინფორმაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მშენებლობის დაწყებამდე უნდა წარდგენილიყო სამინისტროში, თუმცა, კომპანიამ აქაც უგულებელყო ვალდებულებები და მშენებლობა პირობების შესრულებამდე დაიწყო.  

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია პერიოდულად წარადგენს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას, რომელსაც სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის გარეშე განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების (სწორედ იმ დოკუმენტების, რომლებიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა განხილულიყო საზოგადოების მონაწილეობით) შეთანხმების შესახებ.

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, სამინისტრო ვალდებულია, გამოაქვეყნოს პირობების შესრულებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია, მათი მიღებიდან 3 დღის ვადაში;  ხოლო, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ’’ ორჰუსის კონვენციის თანახმად, ამ დოკუმენტების შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება, სამინისტრომ, დაინტერესებული საზოგადოების ადეკვატური და დროული ინფორმირებისა და ეფექტური ჩართულობის საფუძველზე უნდა მიიღოს.

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები, რომლებიც თითქმის 100 დღეა რიონის ხეობაში აპროტესტებდნენ კომპანია „ენკასა“ და ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, სამართლიანი და კონსტრუქციულია. საქართველოს კონსტიტუციით მათ მინიჭებული აქვთ  უფლება, იზრუნონ გარემოს დაცვაზე და ჩართული იყვნენ გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ვითვალისწინებთ, რა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ საზოგადოებას, კომპანიასა და სახელმწიფო უწყებებს შორის კონფლიქტის მზარდ ხასიათს და ასევე, იმას, რომ დღემდე არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ, მოვითხოვთ:

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ არ დაუშვან „ენკა რინიუებლზის“ მიერ სამშენებლო სამუშაოების (მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების) წარმოება მანამ, სანამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, არ იქნება  შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დააბრუნოს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოს პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა: გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, გამოაქვეყნოს პირობების შესრულებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია; გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-12 მუხლით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებისა და შენიშვნების მიღება და საჯარო განხილვების ორგანიზება პროექტის განხორციელების ადგილზე.

საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვა და რეალიზება“, _ წერია განცხადებაში.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნაა, დატოვოს რიონის ხეობა კომპანია „ენკამ“ და აშენდეს ჰესი.

კვირას, 7 თებერვალს დაგეგმილია მორიგი აქცია.

ამავე თემაზე: ნამახვანის ჰესების კასკადის გამახორციელებელი კომპანია ENKA-ს საგანგებო განცხადება

გაზიარებაTweetSend

ამავე კატეგორიაში

საზოგადოება

“იმედი”: სანქციებს არავითარი ფასი არ აქვს

14:25; 24 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“მოსალოდნელია მნიშვნელოვანი აცივება” _ მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ

13:15; 24 თებერვალი, 2026
საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “ფორმულასა” და “TV პირველს” მიმართავს პირველს” მიმართავს

13:08; 24 თებერვალი, 2026
საზოგადოება

ერთაოზ ბრეგვაძე “შერეკილებიდან” და “ცაში აფრენილი” ოზურგეთელი ბიჭის თავგადასავალი

13:06; 24 თებერვალი, 2026
საზოგადოება

“ჰიგიენური ნორმების დარღვევით, კუსტარულად აწარმოებდნენ ე.წ. ყველს”

12:11; 24 თებერვალი, 2026

სენაკში, სოფელ ნოსირში ხანძარი ლიკვიდირებულია

სენაკში ხანძარია - ადგილზე 5 სახანძრო მუშაობს

ყველა სიახლე

სამართალი

პროკურატურამ შვიდ სხვადასხვა სისხლის სამართლის საქმეზე 12 პირი გამოავლინა

16:27; 24.02.2026
სამართალი

ჯანმრთელობის დაზიანების და პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის გაწევის ფაქტებზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინეს

15:48; 24.02.2026
ფინანსები

თიბისი ტექსკოლის ახალი, უფასო პროგრამები უფროსკლასელებისთვის

15:47; 24.02.2026
პოლიტიკა

საფრანგეთის ელჩი საქართველოში: რუსეთი ცდილობს ეჭვქვეშ დააყენოს საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტური პრინციპები

15:20; 24.02.2026
პოლიტიკა

გერმანიის ელჩი საქართველოში: ეს არის რისი თქმაც მსურს ამ პროპაგანდისტული ტელეარხების შესახებ

15:12; 24.02.2026
სამართალი

საია ეხმიანება „იურიდიული დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონში შესატან ცვლილებებს

15:03; 24.02.2026
საზოგადოება

“იმედი”: სანქციებს არავითარი ფასი არ აქვს

14:25; 24.02.2026
პოლიტიკა

ბრიტანეთმა სანქციები დაუწესა „იმედსა“ და „პოსტივის“

13:21; 24.02.2026
საზოგადოება

“მოსალოდნელია მნიშვნელოვანი აცივება” _ მეტეოროლოგი მოსალოდნელი ამინდის შესახებ

13:15; 24.02.2026
საზოგადოება

მიხეილ სააკაშვილი ტელეკომპანია “ფორმულასა” და “TV პირველს” მიმართავს პირველს” მიმართავს

13:08; 24.02.2026
საზოგადოება

ერთაოზ ბრეგვაძე “შერეკილებიდან” და “ცაში აფრენილი” ოზურგეთელი ბიჭის თავგადასავალი

13:06; 24.02.2026
საზოგადოება

“ჰიგიენური ნორმების დარღვევით, კუსტარულად აწარმოებდნენ ე.წ. ყველს”

12:11; 24.02.2026
სპორტი

„გურიას“ ტესტი: ერთ „მერანს“ მოუგო, მეორესთან წააგო, ყოფილ კაპიტანთან ფრედ ითამაშა, ფოთელი ახალგაზრდები არ დაინდო…

11:38; 24.02.2026
საზოგადოება

სიკეთის ბიჭი ნიგოითიდან

11:26; 24.02.2026
ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026

დღის ფოტო

დღის ფოტო

ლისის ტბა _ თბილისელების საყვარელი დასასვენებელი ადგილი

11:19; 10.01.2026
0

აგავას ყვავილობა ოზურგეთში

12:26; 17.06.2025

ფეისბუქსტატუსები

ფეისბუქსტატუსები

,,დაათრევენ ეს უდღეურები კედელ-კედელ და არიან ბედნიერები” – გიორგი გამსახურდია

10:12; 24.02.2026
0

“თქვენ რომ ყვავილებს ყიდულობთ, 9 პანაშვიდზეა ნამყოფი” _ ჩხუბი სასაფლაოზე ყვავილების გამო

11:42; 19.02.2026

ხსოვნა

ხსოვნა

ვლადიმერ (ლადო) ლომჯარია

10:35; 3 მაისი, 2025
ხსოვნა

ხატუა (კლაუდია) ლომჯარია

10:33; 5 აპრილი, 2025

გურია ნიუსი

gurianews@gurianews.com
  • რეკლამა საიტზე
  • რეკლამა გაზეთში
  • ჩვენ შესახებ

Developed By  Web Features  2026 © All rights reserved

შედეგი არ არის
ყველა შედეგი
  • მთავარი
    • პოლიტიკა
    • საზოგადოება
    • ფინანსები
    • სამართალი
    • კულტურა
    • სპორტი
    • დღის ფოტო
  • G-NEWS TV
  • კარმიდამო ჩემი
    • ხელგარჯილობა
    • ჩვენი რჩევები
    • კულინარია
    • მწვანე აფთიაქი
  • ისტორია
  • ფეისბუქსტატუსები
  • 21-ს ქვევით
  • მსოფლიო
  • გართობა
    • ზაფრანი
    • ტესტები
    • ა კიდო