სინოდმა იმსჯელა გარეჯის, ვაქცინაციის და ზნეობრივ საკითხებს, ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის, სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან განაცხადა.
„რამდენიმე წუთის წინ დასრულდა სინოდის სხდომა. საკმაოდ ბევრი საკითხი მღვდელმთავრებმა საკმაოდ მცირე დროში შეათანხმეს და რამდენიმე საათში განჩინების სახით გაავრცელებს საპატრიარქო ყველა იმ გადაწყვეტილებას, რაც სინოდმა მიიღო. საკითხები ეხებოდა გარეჯს, ვაქცინაციას. რიგი საკითხები ზნეობრივი კუთხით შეფასდა და ეს ყველაფერი ოქმში აისახება“, _ განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.
სინოდის სხდომას 35 მღვდელმთავარი ესწრებოდა.