,,აშშ-მა სამხედრო ძალა უკიდურეს შემთხვევაში უნდა გამოიყენოს“ – ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა, _ ინფორმაციას theguardian ავრცელებს.
როგორც გამოცემა აღნიშნავს, ბაიდენმა აღნიშნა, რომ როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, არასდროს იყოყმანებს ძალის გამოყენების საკითხში, რათა ამერიკელი ხალხისა და ამერიკის მოკავშირეების სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ინტერესები დაიცვას, როდესაც ეს საჭირო გახდება.
„პენტაგონის ცენტრალური და განუყოფელი მისია ის არის, რომ ჩვენი მტრების მხრიდან აგრესია შევაკავოთ და თუ საჭირო გახდება, საბრძოლო ქმედებები ვაწარმოოთ და ომებში გავიმარჯვოთ, რათა ამერიკა უსაფრთხოდ იყოს. ვფიქრობ, რომ ძალის გამოყენება უკიდურეს შემთხვევაში უნდა მოხდეს.
მე ვიცი, რას ნიშნავს უმაღლესი მთავარსარდალი იყო. ეს წარმოუდგენელი პასუხისმგებლობაა. თავდაცვის მდივანთან და მსოფლიო ლიდერებთან ერთად ვიმუშავებ, რათა ბოლო მოვუღოთ ომებს, რომელიც დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა“, _ განაცხადა ჯო ბაიდენმა.