პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია ოზურგეთს სტუმრობს.
„გურია ნიუსთან“ პირდაპირ ეთერში ხოშტარიამ იმის შესახებ ისაუბრა თუ რა პრობლემებს ისმენს ის ხალხისგან და რაში ხედავს გამოსავალს.
_ აგრძელებთ თუ არა პოლიტიკურ ასპარეზობას?
_ იმიტომ ვარ გურიაში, რომ არათუ ვაგრძელებ არამედ ძალიან დიდი ენერგია და ამოცანებია მაქვს. მიმაჩნია, რომ პოლიტიკის კეთება მარტო ტელევიზორში პარტიებს შორის ურთიერთობის გარკვევა კი არა, არამედ ხალხის საჭიროებების, ხალხის პრობლემების, ხალხის იდეების, გასაჭირის და ნეგატივის წინააღმდეგ ბრძოლაა. ამისთვის უნდა იცოდე, მართლა მოვლილი უნდა გქონდეს მთელი ქვეყანა და ბევრ ადამიანს უნდა ესაუბრო.
მეც დავდივარ ბევრს. ახლა მოვდივარ სამეგრელოდან. ჩამოვედი ოზურგეთში. ბევრ საინტერესო ადამიანს შევხვდი და გავესაუბრე. გავეცანი ადგილზე პრობლემებს და ვაპირებ აქტიურად შევეჭიდო ამ პრობლემებს.
_ რა პრობლემების შესახებ საუბრობენ ადამიანები თქვენთან ?
_ რასაც ვისმენ ქვეყნის დიაგნოზია. პირველი – ეს არის უიმედობა და უნდობლობა. მეც ამით ვიწყებ საუბარს. მე კი მინდა რომ რაღაც შევცვალო, მაგრამ არავის იმედი არა მაქვს. ეს არის ამოსავალი წერტილი. ამიტომ უნდა შეიცვალოს პოლიტიკის კეთების ფორმები. ადამიანებს არათუ იმედი არ ქონდეს, არამედ ოპოზიცია იყოს გამოსავალი და ენდობოდნენ, ხედავდნენ ამაში გამოსავალს. მეორე პრობლემა არის გაჭირვება. მდგომარეობა სულ უფრო უარესდება. მესამე პრობლემა არის უსამართლობა. უსამართლობა მარტო პარლამენტის წინ კი არ ხდება მარტო, არამედ ხდება ყველა სოფელში. როგორც ბიძინა ივანიშვილი არის ამ ყველაფრის თავი, ზუსტად ასევეა ყველა სოფელში გამგებლები, საჯარო მოხელეები, ნეპოტიზმი, ფულის კეთება, ფლანგვა. ყველა საჯარო მოხელეს მე არ ვერჩი, მაგრამ სისტემა ისე მართავს, რომ პარტაქტივი ჰყავთ დასაქმებული, კანონს ძალა არ აქვს და ა.შ.