განვიხილეთ ვაქცინაციის საკითხი და გვინდა, ადამიანებს მოვუხსნათ შეხედულება, თითქოს ვაქცინაცია განიხილება როგორც ჩიპიზაცია, – ამის შესახებ ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა სინოდის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, არ დაბრკოლდებიან ის ადამიანები, რომლებსაც ვაქცინის გაკეთება სურთ და ეკლესია არ განასხვავებს ვაქცინირებულებსა და არავაქცინირებულებს.
“ზოგადად, განვიხილეთ ვაქცინაციის საკითხი და ფაქტობრივად, აქ ჩვენ გვინდა ადამიანებს მოვუხსნათ ის შეხედულება, რომ ვაქცინაცია არ განიხლება როგორც ჩიპიზაცია, ეს სუფთა ბიოლოგიური საკითხია და ეს მედიცინის საკითხია. ჩვენი მხრიდან არანაირი განსხვავება არ იქნება მათი, ვინც აცრას გაიკეთებს და არ გაიკეთებს“ – განაცხადა მეუფე ანტონმა.