თუკი აბიტურიენტი ხარ, ალბათ გეცოდინება, რა უნდა გააკეთო დაახლოებით ერთ თვეში: აირჩიო უმაღლესი სასწავლებელი და პროფესია; საქმე, რომელსაც მთელი ცხოვრების განმავლობაში გააკეთებ.
სპეციალობის შერჩევა, ასე თუ ისე, შედარებით მარტივია: ჩვენ ხომ სკოლიდანვე ვიცით, დაახლოებით რომელი საგნები უფრო გვიზიდავს; რა მიმართულება მოგვწონს და რა სფეროში წარმოგვიდგენია საკუთარი თავი ყველაზე ხშირად.
დღესდღეობით, თანამედროვე ტექნოლოგიები და გახსნილი საზღვრები იმის საშუალებასაც გვაძლევს, ავირჩიოთ ყველაზე ნაკლებად პოპულარული სპეციალობები და საკუთარი თავი და შესაძლებლობები ნებისმიერი მიმართულებით გამოვცადოთ.
თუმცა, როგორ ავირჩიოთ უმაღლესი სასწავლებელი?
სასურველი სპეციალობების მიხედვით
უმაღლეს სასწავლებლებს, რა თქმა უნდა, პირველ რიგში, იმის მიხედვით ვფილტრავთ, აქვთ თუ არა საგანმანათლებლო პროგრამებში ჩვენთვის სასურველი სპეციალობა. თუმცა, აქვე იმასაც გირჩევთ, რომ უპირატესობა მიანიჭე უნივერსიტეტებს, რომლებიც შენ მიერ შერჩეული სპეციალობის გარდა მომიჯნავე პროგრამებსაც გთავაზობენ, მაგალითად: ჟურნალისტიკა-მედიაკომუნიკაციები ან საზოგადოებასთან ურთიერთობები; პოლიტოლოგია ან საერთაშორისო ურთიერთობები; ფსიქოლოგია ან სოციოლოგია, ან სოციალური მეცნიერებები; მარკეტინგი ან ბიზნესის მენეჯმენტი და ა.შ.
დაფინანსების მოდელები
თუკი 5-10 წლის წინ დაფინანსების ერთადერთი მოდელი, სახელმწიფო გრანტი, არსებობდა, ახლა ეს ასე აღარაა. უამრავი უნივერსიტეტი სთავაზობს მომავალ სტუდენტებს შიდა დაფინანსებას და სტიპენდიების სხვადასხვა მოდელებს. მაგალითად, კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (CIU) ყველა აბიტურიენტს, რომელიც პირველ ნომრად CIU-ს (115) აირჩევს, პირველივე სემესტრიდან 100-ლარიან სტიპენდიას და ლეპტოპს სთავაზობს;
მეორე პრიორიტეტად არჩევის შემთხევაში აბიტურიენტს სთავაზობს 100 ლარიან ყოველთვიურ სტიპენდიასპირველ სემესტრში ან ლეპტოპს;
100% ან 70%-იანი სახელმწიფო გრანტის მფლობელ სტუდენტს, შეუძლია აირჩიოს 115 და ისარგებლოს უპირატესობით! CIU გრანტი + ლეპტოპი + 100 ლარიანი სტიპენდია პირველივე სემესტრიდან;
დაფინანსების მოქნილი პაკეტები მოქმედებს მაგისტრანტებისთვისაც – თუ საბაკალავრო საფეხური დასრულებული გაქვს 3.5 და მეტ GPA-ზე, CIU-ს ნებისმიერი სამაგისტრო პროგრამის არჩევის ჩემთხვევაში მიიღებ 50%-იან შიდა გრანტს.
სტუდენტური ცხოვრება
გარდა სწავლისა, კიდევ რას გთავაზობს შერჩეული უნივერსიტეტი? აუცილებლად მოიძიე ინფორმაცია, თუ რამდენად აქტიურია უმაღლესი სასწავლებელი სპორტის, ხელოვნების, ან, უბრალოდ, გართობის მიმართულებებში. ამის შესახებ უამრავ ინფორმაციას უმაღლესი სასწავლებლების ფეისბუქის გვერდებზევე იპოვი. აქტიური სტუდენტური ცხოვრების შესახებ ფოტო და ვიდეომასალა ხომ სწორედ აქაა განთავსებული. კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის სპორტული კლუბები წამყვან პოზიციებს იკავებენ ქვეყნის საკლუბო ჩემპიონატებში; თეატრალური დასი, მუსიკალური ბენდი, ხალხური სიმღერის ანსამბლი და ხატვის სტუდია კი ხელოვნებისა და კულტურის მოყვარული ადამიანებისთვის საუკეთესო შთაბეჭდილებების შესაქმნელად ზრუნავს.
გაცვლითი პროგრამები და პრაქტიკა
მაღალკვალიფიციურ სპეციალისტად ჩამოყალიბებაში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს საერთაშორისო გამოცდილება, ამ გამოცდილების მისაღებად კი აუცილებელია გაცვლით პროგრამებში მონაწილეობა. CIU ამ მხრივ მრავალფეროვან შესაძლებლობებს გთავაზობთ – ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტები მზად არიან მიიღონ კსუ-ს სტუდენტები, ისინი კი სამშობლოში ახალი ცოდნითა და დაუვიწყარი მოგონებებით ბრუნდებიან.
სწავლა უმაღლეს საგანმანათლებლო საფეხურზე ნიშნავს იმას, რომ აუდიტორიებში ნასწავლი თეორია პრაქტიკაშიც გამოიყენო. ამისათვის უნივერსიტეტები სხვადასხვა კომპანიებთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმებსაც აფორმებენ ხოლმე. სანამ უნივერსიტეტს შეარჩევ, აუცილებლად დაუკავშირდი მათ და სთხოვე, როგორ იღებენ სტუდენტები პრაქტიკულ გამოცდილებას: არის თუ არა უნივერსიტეტში ლაბორატორიები, მულტიმედია ცენტრები, სახელოსნოები და ა.შ.
ასე რომ, თუკი ახლა ემზადები მომავალი უნივერსიტეტის ასარჩევად, აუცილებლად გადახედე უმაღლესი სასწავლებლების შემოთავაზებებს. შეგიძლია მათი გაცნობა კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან (CIU) დაიწყო. გაიგე, რას სთავაზობს აბიტურიენტებს კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტი და გააკეთე ინფორმირებული არჩევანი!(R)