ოზურგეთში, მერიის შენობის წინ მდებარე მოედანზე ერთმანეთს ორი ავტომანქანა შეეჯახა.
შეჯახების შედეგად „მიცუბიშის“ (ჯიპი) და „ოპელის“ მარკის ავტომობილებში მსხდომმა ადამიანებმა მიიღეს ტრავმა.
ერთ-ერთის ავტომანქანის მძღოლი „მედალფაში“ გადაიყვანეს.
ადგილზე მობილიზებული იყო პოლიციის და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სსკ-ს 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო.