“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელია არ აპირებს გირაოს გადახდას. მის ამ განცხადებას პოლიტიკოსი გიგი უგულავა ფეისბუქზე ეხმაურება.
“ნიკა მელიას გირაო სინამდვილეში არის გავრილოვის ხარკი. ჩვენ საქართველოს თავისუფალ საზოგადოებას გავრილოვის ვალი არ გვაქვს და ხარკსაც არავის გადავუხდით. საქართველოს პოლიციამ კი გადაწყვიტოს ვის მხარესაა გავრილოვის თუ საკუთარი ხალხის“, – წერს ფეისბუქზე გიგი უგულავა.
ამავე თემაზე: “გითხარით, არ გადავიხდი და ვერ დამიჭერთ” _ მელია მმართველ გუნდს