ოპოზიცია და პრაქტიკულად, მისი მთლიანი ნაწილი აჰყვა მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილ დესტრუქციულ გეგმას, რომელსაც ძალიან დიდი ხანია, ახორციელებს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძემ განაცხადა.
„ოპოზიცია და პრაქტიკულად, მისი მთლიანი ნაწილი აჰყვა მიხეილ სააკაშვილის დაგეგმილ დესტრუქციულ გეგმას, რომელსაც ის ძალიან დიდი ხანია, ახორციელებს. პრაქტიკულად, ამ გეგმის განხორციელების გზაზე საკუთარ გათხრილ ორმოში თვითონ ოპოზიცია ვარდება. რა თქმა უნდა, ეს არის სამწუხარო, რამეთუ ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი როლი უნდა ეკუთვნოდეს ოპოზიციას და ოპოზიცია უნდა ასრულებდეს მასზე დაკისრებულ ვალდებულებას. სულ მცირე პატივს უნდა სცემდეს საკუთარ ამომრჩეველს. საკუთარმა ამომრჩეველმა გადაწყვიტა, რომ ისინი პარლამენტში ამ შემადგენლობით უნდა ყოფილიყვნენ. პარლამენტში უნდა იყოს სრული შემადგენლობა, ის, რა გადაწყვეტილებაც საზოგადოებამ მიიღო“, – განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.