,,მურუსიძის სასამართლოს პატიმრობას გააფორმებინებენ, რომელიც შიშით ნაკარნახევი იქნება და მეორე შემთხვევაში არდაპატიმრებაც ასევე შიშით განპირობებული და ნაკარნახევი იქნება.“ ამის შესახებ „ნაციონალური მოძაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ, თავის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განცხადა, რომელიც ამ წუთებში თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობს.
ნიკა მელია, სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ საკუთარ გეგმებზე არ საუბრობს. მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ გეგმებზე არ ისაუბრებს, რადგან არ გაუადვილებს ახლა ცხოვრებას გავრილოვ-ბიძინა ივანიშვილს.
„ნებისმიერ შემთხვევაში, რა გადაწყვეტილებაც არ უნდა გაფორმდეს (მიიღონ არა, გადაწყვეტილებას იღებენ, როცა მსჯელობენ, აანალიზებენ და აქედან გამომდინარე, დასკვნა გამოაქვთ და მერე განაჩენს წერენ). უბრალოდ, გააფორმებენ იმ გადაწყვეტილებას, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ პოლიტიკურად უკვე მიიღო. ორივე შემთხვევაში, ეს შიშით ნაკარნახევი იქნება. ორი გადაწყვეტილება იქნება – ერთი, მურუსიძის სასამართლოს პატიმრობას გააფორმებინებენ, რომელიც შიშით ნაკარნახევი იქნება და მეორე შემთხვევაში არდაპატიმრებაც ასევე შიშით განპირობებული და ნაკარნახევი იქნება. შიში რას გააკეთებინებს დღეს „ქართულ ოცნებას“, დაპატიმრებაზე სანქციას გამოატანინებს თუ პირიქით, დაველოდოთ და ვნახოთ….გეგმებზე არ ვსაუბრობ, გეგმებს ვახორციელებ. რატომ უნდა გითხრათ, რას ვაპირებ. რატომ უნდა გავუადვილო ახლა ცხოვრება გავრილოვ – ბიძინა ივანიშვილს“ – განაცხადა ნიკა მელიამ.