ქვეყნის აწ უკვე ყოფილი პრემიერის გიორგი გახარიას დღევანდელი განცხადება თანამდებობიდან წასვლასთან დაკავშირებით საკმაოდ მოულოდნელი და ელდია ეფექტის მქონე იყო. შესაბამისად, კომენტარისთვის მმართველი გუნდის ადგილობრივ მაღალჩინოსნებს დავუკავშირდით.
ლანჩხუთის საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ტაბიძემ კომენტარის გაკეთება არ ისურვა, მოიმიზეზა, რომ სამსახურში არ იმყოფებოდა.
მუნიციპალიტეტის პირველმა პირმა კი საერთოდ არ გვიპასუხა სატელეფონო ზარზე, ტელეფონი გაგვითიშა.