ლანჩხუთის მაღალმთიან სოფლებში თოვლის საფარმა ნახევარ მეტრს გადააჭარბა. უამინდობის გამო, სოფლებში ჩაკეტილია გზები და მოსახლეობას არ მიეწოდება ელექტროენერგია.
ადგილობრივთა ინფორმაციით, ასეთი უხვთოვლობა ბევრი წელია არ ახსოვთ.
„გადაუღებლივ თოვს… შუქიც არაა, გზებიც ჩაიკეტა… ასეთი ზამთარი ბავშვობის მერე აღარ ყოფილა“, _ წერს ფეისბუქზე მაცაცო ბურჭულაძე და სოფელ კოკათში გადაღებულ ფოტოებს აქვეყნებს.