მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი და იურისტი ანა დოლიძე, გიორგი გახარიას თანამდებობიდან გადადგომას სოციალური ქსელით ხმაურება და ოთხი მიზეზს ასახელებს, რის გამოც ქვეყნის აწ უკვე ყოფილმა პრემიერმა ეს გადაწყვეტილება მიიღო.
1. გახარიას გადადგომა დღეს არის დროული და სწორი ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე, რადგან ის რაც “ნაციონალური მოძრაობის” ოფისთან ხდება, არის აბსოლუტური უგუნურება და სახელმწიფოსთვის საზიანო;
2. გახარია თავიდანვე იყო ნომინალური, მაღალრეიტინგული კაპიტალი, რომლის გამოყენება არ ხდებოდა და, შესაბამისად, შეიძლება მან გადაწყვიტა დროზე დაეხსნა თავი პასუხისმგებლობისგან, რომელიც მისი არ იქნებოდა – იგულისხმება მელიას დაჭერა;
3. ეს მაგონებს 2001 წელს ზურაბ ჟვანიას გადადგომას, ქვეყანაში სიტუაციის დეესკალაციის მცდელობას;
4. ვნახავთ მომავალში, ხომ არ არის ეს “ქართული ოცნების” შიგნიდან წამოსული მცდელობა, ცალკე შექმნან პოლიტიკური ოპოზიციური გუნდი”-წერს ანა დოლიძე.