ლანჩხუთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 5 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც ლანჩხუთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორმა, ნატო მენაღარიშვილმა გვითხრა, სულ ლანჩხუთში დადასტურებულია კორონავორუსით ინფიცირების 1517 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 1475 ადამიანი, გარდაცვლილია 16. აქტიურია ინფიცირების 26 შემთხვევა.