სსიპ სიკო დოლიძის სახელობის ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ამაღლების საჯარო სკოლის დირექტორი ლალი ყაჭეიშვილი პირველკლასელის გიორგი გოგუაძის ნამუშევარს აქვეყნებს.
გიორგი საქართველოს რუკა დახატა. საქართველოს ტერიტორიების 20%-ი ოკუპირებულია რუსეთისგან. სწორედ ამ თემას მიუძღვნა ნახატი გიორგი გოგუაძემ.
„დამიბრუნე ჩემი მიწა ყვავილები მინდა დავრგო“, _ ასე დაასათაურა ნახატი გიორგი გოგუაძემ.
როგორც „გურია ნიუსს“ ლალი ყაჭეიშვილმა განუცხადა, სკოლაში მიდის მზადება, რომ გაიმართოს ოკუპაციის კვირეულის. სწორედ ამ ღონისძიების ფარგლებში დახატა გიორგიმ ეს ნახატი.