“გურია ნიუსი“ განაგრძობს საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადადგომის შესახებ, ადგილობრივი პოლიტიკოსების შეფასებების მოპოვებას.
“ნაციონალური მოძრაობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარე ია ჯიშკარიანი ამბობს, რომ გახარია სისხლისღვრის წინააღმდეგ წავიდა:
“მიხვდა, რომ საქართველო პოლიტიკურ კრიზისშია… ერთხელ გაასვრევინეს სისხლში ხელები და იგივეს განმეორების სასტიკი წინააღმდეგი წავიდა. ნიკას დაკავება არ იყო მარტივი, პროცესში ჩართული არიან ევროპის და ამერიკის ელჩები და პოლიტიკურ ჭაობში ჩაფლობას არჩია, მშვიდად წასულიყო...
მე, მაგალითად, საკუთარი სიცოცხლის ფასად მზად ვარ დავიცვა ნიკა მელია, ის ვერასდროს ვერ გახდება გავრილოვის პატიმარი! საქართველოში გათენდება და მალე დასრულდება უზურპატორების პარპაში“, _ განუცხადა “გურია ნიუსს“ “ნაციონალური მოძარობის“ ხობის ორგანიზაციის თავმჯდომარემ ია ჯიშკარიანმა.