დღეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტში, თოვლის საფარი მეტ-ნაკლები სიხშირითაა სხვადასხვა სოფელში.
რაოდენ გასაკვირიც უნდა იყოს, სილაურის, ვაკიჯვრის, მთისპირის ზონაში მცირეთოვილიანობაა.
„როგორც ვიგებთ, უფრო ქვემოთაა თოვლი, დაბლობ სოფლებში. ჩვენთან მცირეა, გზაც არის და კვალიც, _ გვითხრა მერის წარმომადგენელმა ვაკიჯვარში, ბაჩანა ნიჟარაძემ. მსგავსი პასუხი გაგვცა მთისპირში მაია ჩავლეშვილმა.
„ოზურგეთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელს, დიდთოვლობის გამო ელექტრო ენერგია არ მიეწოდება. წაქცეულია ხეები, დაზიანებულია ელექტრო სადენები. ელექტროენერგია არ მიეწოდება ნატანების, კონჭკათისა და სოფელ შრომის რამდენიმე უბანს. სოფელ კონჭკათში დაზიანდა ბუნებრივი აირის მილი. ტექნიკური ჯგუფების მიერ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები. აღნიშნულ სოფლებში გზები თოვლის საფარისგან იწმინდება. ადგილზე ოზურგეთის მუნიციალიტეტის მერის მოადგილე ოსიკო თოთიბაძე იმყოფება“, _ გვითხრა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ეკა მგელაძემ.