“გურია ნიუსი” აგრძელებს პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას გადადგომის შესახებ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების შეფასებების მოპოვებას.
ამჯერად, დავუკავშირდით აბაშის მერს. როგორც ლევან მაკალათიამ განაცხადა, ის “შეხვედრაზეა და კომენტარის დრო ახლა არ აქვს“.
რაც შეეხება აბაშის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს მამუკა კვიტაშვილს, მან თავიდან გვთხოვა, რომ 10 წუთში დავკავშირებოდით, თუმცა, ათი წუთის შემდეგ ზარებს აღარ პასუხობს.
ცნობისთვის, დღეს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ პოსტი დატოვა.