მარტვილში “ქართული ოცნების“ წევრი მუნიციპალიტეტის საკრებულოში ზურაბ ბიგვავა, როგორც თავად წერს სოციალურ ქსელში, უმრავლესობას ტოვებს:
“მინდა გამოვეხმაურო გიორგი გახარიას გადადგომას.
ამ რთულ მდგომარეობაში, გიორგიმ მიიღო ერთადერთი სწორი გადაწყვეტილება. ის გადადგა.
ამ გადადგომისკენ მას უბიძგა იმ მდგომარეობამ და რეალობამ, რაც შეიქმნა “ქართული ოცნების“ გუნდში. წერტილი!!!
მე, ჩემი თანადგომა გამოვხატე 20 ივნისის ღამის შემდგომ გიორგისადმი და დღესაც ხმამაღლა ვიტყვი:
გიორგი გახარია არის სახელმწიფოებრივად მოაზროვნე სულით-ხორცამდე ქართველი კაცი. მან, თავისი ჭკვიანური და დროული ქმედებებით ბევრი ფორს-მაჟორული კრიზისი ააცილა ქვეყანას.
სამწუხაროდ, გიორგი გახარიას გადადგომა არის შედეგი 2012 წლიდან მოყოლებული “ქართული ოცნების“ არასწორი საკადრო პოლიტიკის, რომელიც იყო დაფუძნებული “დავით საგანელიძესეულ საკადრო “სამჭედლოზე” და “ნამდვილი, თუ არანამდვილი” პირების ზეობაზე.
მე, ვამაყობ გახარიასთან ახლო ურთიერთობით და ის, ყოველთვის დარჩება ჩემს მეგობრად.
ჩემი მხარდაჭერა შენ მეგობარო და ეს შემიძლია გამოვხატო ცოტა რამით:
მე, ვტოვებ მარტვილის მუნიციპალიტეტის საკრებულოში ქართული ოცნების უმრავლესობას.
მჯერა, რომ ჭეშმარიტი ეროვნული ძალები, კიდევ ბევრ კარგ საქმეს გავაკეთებთ ქართველ ხალხთან ერთად ერის და ქვეყნის გასაერთიანებლად”, _ წერს ზურაბ ბიგვავა.