,,არავის დაგვვიწყებია და არც დაგვავიწყდება, ჯერ 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმით შევარდნით რომ დაიწყე, მერე 20 ივნისს უდანაშაულო ხალხი რომ დაარბიე და ამ ფონზე ბიძინას გადმოგდებულ პრემიერმინისტრობას რომ დახამდი.“ – ასე ეხმიანება მოძრაობა “სირცხვილია” პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას გადადგომას Facebook-ზე.
“გულისამაჩუყებელი” ტექსტების მიუხედავად, რომ თურმე ადამიანების სიცოცხლეს საფრთხეს ვერ შეუქმნი და პოლარიზაციის აღმოფხვრაა შენი მიზანი, არავის დაგვვიწყებია და არც დაგვავიწყდება, ჯერ 12 მაისს კლუბებში სპეცრაზმით შევარდნით რომ დაიწყე, მერე 20 ივნისს უდანაშაულო ხალხი რომ დაარბიე და ამ ფონზე ბიძინას გადმოგდებულ პრემიერმინისტრობას რომ დახამდი. და რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, შენზე პირველად გაგვახსენდება, რომ “როცა ბავშვებს ხვდებათ ტყვია, გახარიას უხარია.
ბრძოლას მართლაც აქვს აზრი. დიდი ამბები კი, შეიძლება 2 წლის დაგვიანებით, მაგრამ აუცილებლად ხდება”, – წერია FACEBOOK სტატუსში.
ცნობისთვის, პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია თანამდებობიდან დღეს გადადგა.