ოზურგეთში კორონავირუსით ინფიცირება 3 მასწავლებელს დაუდასტურდა.
ინფიცირებულებიდან ერთ-ერთი ვაკიჯვრის საჯარო სკოლაში ასწავლის და ამ დროისთვის კონტაქტების კვლევა მიმდინარეობს.
„დირექტორი ჩავაყენეთ საქმის კურსში. ვარკვევთ ჰქონდა თუ არა კონტაქტი მასწავლებებს წესების დარღვევით და ვისთან“,_ ამბობს სიმონიშვილი.
რაც შეეხება დანარჩენ 2 ინფიცირებულ მასწავლებელს, ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში ამბობენ, რომ მასწავლებლებს ბოლო 48 საათის განმავლობაში სხვა მასწავლებლებთან და მოსწავლეებთან ურთიერთობა არ ჰქონიათ.