თბილისი-სენაკი- ლესელიძის საავტომობილო გზაზე, გორთან ახლოს ახალგზარდა მამაკაცი მაშინ გარდაიცვალა, როცა ის ავტომობილის საბურავს ცვლიდა.
“გურია ნიუსის” წყაროს ინფორმაციით, გარდაცვლილი სენაკის მკვიდრია.
“გამვლელებმა შემთხვევით ნახეს. ახალგაზრდა სენაკის მკვიდრია და ტრაილერის მძღოლად მუშაობდა“, _ ამბობს წყარო.