ოზურგეთში არსებული ეპიდვითარებიდან გამომდინარე იმ ობიექტების თანამშრომლების შემოწმება მიმდინარეობს, სადაც 30-ზე მეტი ადამიანია დასაქმებული.
სად ჩატარდა ამ 2 დღის განმავლობაში კორონავირუსზე ტესტები და როგორია პასუხები _ ამის შესახებ ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემილოგს, ელზა სიმონიშვილს ვესაუბრეთ.
„გუშინ „მოდემში“ 37 ადამიანი გაიტესტა, დღეს „ჩემს მარკეტში“ 96 ადამიანს ჩაუტარდა ტესტი და პასუხები უარყოფითია“,_ გვითხრა სიმონიშვილმა.
ცნობისთვის, ოზურგეთში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 26 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
ოზურგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, სულ ოზურგეთში დადასტურებულია კორონავირუსის 3108 შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის გამოჯანმრთელებულია 2851 ადამიანი, გარდაცვლილია 26.
ამ დროისთვის აქტიურია 231 შემთხვევა.
231 ინფიცირებულიდან სტაციონარში 38 მკურნალობს, საკარანტინე სივრცეში 51, ხოლო ბინაზე მკურნალობას 142 იტარებს.
თვითიზოლაციაშია 91 ადამიანი.