საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს ევროპარლამენტარი, ანდრიუს კუბილიუსი, Twitter-ით ეხმიანება და აღნიშნავს, რომ საქართველო ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობები საფრთხეშია.
კუბილიუსი, ოპოზიციას და მართველ პარტიას მოლაპარაკებებისკენ მოუწოდებს.
“საქართველო ახლა გზაგასაყარზეა, ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაგრძელების შესაძლებლობები საფრთხეშია. ყველა – ისე, როგორც მმართველი ძალა, ასევე, ოპოზიცია – უნდა დაუბრუნდეს მოლაპარაკებებს და დაიწყოს დიალოგი ეროვნულ ერთობაზე. ისინი ატარებენ პასუხისმგებლობას ქვეყნის მომავალზე”, _ წერს კუბილიუსი.