ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი ტომას ჰენდრიკი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს twitter-ეხმაურება და წერს, რომ ის “სერიოზულდა გაბრაზებული, განერვიულებული და აღშფოთებულია”, იმით, რაც დღეს ქვეყანაში ხდება.
მისი თქმით, ძალიან ბევრი ადამიანი და ქვეყანაა ევროპაში და დასავლეთში, რომელიც მოხარული იქნება იგნორირებით _ ერთით ნაკლები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელზეც უნდა ვიდარდოთ.
ასევე, მან აღნიშნა, რომ სერიოზულად აღელვებს ის, რაც ახლა ქვეყანაში ხდება.
„ნუ წახვალ ამ გზით, საქართველო. ძალიან ბევრი ადამიანი და ქვეყანაა ევროპაში და დასავლეთში, რომელიც მოხარული იქნება თქვენი იგნორირებით – ერთით ნაკლები ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, რომელზეც უნდა ვიდარდოთ. ისინი კვებავენ თვითწარმოქმნილ ნარატივს თქვენზე, რომ რეფორმების გატარება არ შეგიძლიათ და არ იმსახურებთ მხარდაჭერას.
დიპლომატიური განცხადებებისგან განსხვავებით, როდესაც ვამბობ, რომ “ღრმად შეშფოთებული” ვარ, ეს ნიშნავს, რომ ვარ სერიოზულად აღელვებული, გულიც კი მერევა იმაზე, რაც ქვეყანაში ხდება, რომლის პოპულარიზაციისთვის, დაცვისთვის, გაზრდისთვის, დახმარებისთვის 23 წელი გავატარე. ამაზე ბევრად უკეთესს იმსახურებ, ძვირფასო საქართველო!“- წერს ტომას ჰენდრიკ ილვესი.