“დამთავრებულია “ქართული ოცნება”, შემიძლია დავიფიცო”, _ ასე აფასებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია პრემიერ-მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილის დასახელებას.
მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა.
“ირაკლი ღარიბაშვილი დაქოქილი თოჯინაა. ეს ნიშნავს, რომ “ქართულ ოცნებასაც” მობეზრდა რომ იყოს ხელისუფლების მიმტაცებელი. ირაკლი ღარიბაშვილი რომ იყო პრემიერ-მინისტრი, რა გააკეთა? ხუმრობთ? ეს ნიშნავს, რომ ძალიან მალე ახალი არჩევნები ჩატარდება ქვეყანაში. ეს ნიშნავს, რომ ბიძინა ივანიშვილის ადიუტანტი დანიშნეს პრემიერ-მინისტრად. ღარიბაშვილი ერთხელ როგორც პატარა ბავშვი ისე გაუშვა, დამთავრებულია “ქართული ოცნება”, – განაცხადა ნიკა მელიამ.
”ქართულმა ოცნებამ” პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად თავდაცვის მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დაასახელა.