აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა.
„ამერიკის შეერთებული შტატები ღრმად არის შეშფოთებული საქართველოში ბოლოდროინდელი პოლიტიკური მოვლენებით.
მოვუწოდებთ ყველა მხარეს თავშეკავებისკენ. თავიდან აიცილონ ნებისმიერი ქმედება ან რიტორიკა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს დაძაბულობის ესკალაცია ან გამოიწვიოს ძალადობა.
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას იმოქმედოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესაბამისად და განამტკიცოს თავისი ერთგულება დემოკრატიის, ინდივიდუალური თავისუფლებისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი, უზრუნველყოს, რომ მისი სასამართლო და პროკურატურული სისტემა არ იყოს პოლიტიკური მიკერძოებული.
ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს დემოკრატიულ, უსაფრთხო და წარმატებულ საქართველოს. ჩვენ გავაგრძელებთ თანამშრომლობას საქართველოსთან, ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორთან, კანონის უზენაესობისა და ანგარიშვალდებული ინსტიტუტების ხელშესაწყობად“,_ ნათქვამია განცხადებაში.