BioNtech-ის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციით, Pfizer-ის და BioNtech-ის კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა ფეხმძიმეებზე დაიწყო.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, კვლევაში მონაწილეობას 18 წელს გადაცილებული 4 ათასამდე ფეხმძიმე იღებს.
როგორც ცნობილია, ვაქცინა ფეხმძიმობის 24-34-ე კვირაში გაკეთდება.