ახლა მთელ საქართველოში, გარემოს, უმეტესად, თოვლის საფარი ადევს. ზოგან კვლავ თოვს…
მოზაიკოსი ლალი თავართქილაძე, ქარელის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბრეთიდან რამდენიმე კილომეტრის დაშორებით წვერის ყოვლადწმინდა სამების დედათა მონასტრის სატრაპეზოში კედელებს მოზაიკით აპირკეთებს.
ის უახლოესი ოთხფეხა მეგობრის, ულამაზესი „გურულას“ ფოტოს გვიგზავნის.
_სახელი მე დავარქვი. ბრეთიდან, რომელიც 7 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს წვერიდან, ამოვიდა ჩვენთან. კვებას არ ვაკლებთ, ადამიანივით მორიდებით ჭამს. მგლებთან და ტურებთან კი, იცოცხლე, უმარჯვესია. მთელი ღამე ყეფს…ბორგავს. დილით კი თოვლზე , აქა-იქ მგლის თუ ტურის ნაკვალევს ვპოულობთ, _ გვეუბნება ქალბატონი ლალი.