,,NASA-ს როვერის Perseverance (“შეუპოვრობა”) ბორტკომპიუტერზე, პლანეტა მარსზე დაშვების დროს, უამრავი ადამიანის მაიდენტიფიცერებელ წარწერასთან ერთად, იყო წარწერა “აფხაზეთი საქართველოა, ჩვენ დავბრუნდებით”, _ ამის შესახებ სოხუმელი ბლოგერი, გიორგი ჯახია წერს.
როგორც ბლოგერი წერს, მას შემდეგ, რაც ნასამ მარსზე გასამგზავრებელი ბილეთების შეძენის მსურველების რეგისტრაცია დაიწყო და გამოაცხადა, რომ მათ მონაცემებს Perseverance მარსზე წაიღებს, როვერზე საკუთარი მონაცემები გაგზავნა: სარეგისტრაციო ველში, სახელის ადგილას გიორგი ჯახაიამ ჩაწერა ფრაზა Abkhazia is Georgia (აფხაზეთი საქართველოა), ხოლო შემდეგ ველში ჩაწერა: WE WILL COME COME BACK (ჩვენ დავბრუნდებით).
,,დედამიწიდან მარსის მიმართულებით Perseverance rover- ის საფრენ კომპიუტერში გაგზავნილ იქნა NASA- ს ვებგვერდზე რეგისტრირებული მრავალი ადამიანის მონაცემები, მათ შორის ჩემი ჩანაწერი, რომელიც რეგისტრაციის დროს მივუთითე, რომ აფხაზეთი საქართველოა და ჩვენ დავბრუნდებით უკან.
როვერის ბორტკომპიუტერზე, უამრავ მონაცემთან ერთად, ეს წარწერაც ,, Abkhazia is Georgia WE WILL COME COME BACK იყო, როცა ის მარსზე დაეშვა“ , _ წერს ბლოგერი გიორგი ჯახია.