ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი ირაკლი კუჭავა ბახმაროში ჰესის აშენების თემას ფეისბუქზე ეხმიანება.
„გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ, კომპანია ,,სი სი ეიჩ,,-ს, ბახმაროში ჰესის აშენებისთვის სკოპინგის დასკვნის გაცემაზე უარი განუცხადა.
კომპანიას დაევალა წარმოადგინოს მთელი რიგი დამატებითი არგუმენტები. რაც არ იქნება იოლი…
ეს, კიდევ ერთი, კარგი მაგალითია თვითმმართველობებისა და ცენტრალური უწყებების კოორდინირებული მოქმედებისა“, _ წერს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერი.