ბათუმში, ჭავჭავაძის და ლერმონტოვის ქუჩების კვეთაში წყალმა ამოხეთქა. ამ დროისთვის უცნობია დაზიანების მიზეზი.
„ბათუმის წყლის“ ინფორმაციით, ეს ავარიული დაზიანებაა და სპეციალისტები მალე მივლენ შემთხვევის ადგილზე. „ბათუმის წყლის“ პრესსამსახურში ასევე გვითხრეს, რომ სასმელი წყლის მიწოდება რამდენიმე ქუჩას შეუწყდება და ამის შესახებ ინფორმაციას მალე გაავრცელებენ.
წყარო: ბათუმელები