ჩემი რჩევა ნიკა მელიას მიმართ იქნებოდა, რომ ვიდრე ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა და არ დალაგდება, თავი აარიდოს გარეთ გასვლას და ხელისუფლების მხრიდან პროვოცირების შესაძლებლობას, _ ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ლიდერმა დავით ბაქრაძემ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისივე თქმით, ხელისუფლებას ნუ მიცემენ შანსს, მიაღწიოს ისეთ გამარჯვებას, რომელიც ქვეყანაში მოიტანს კიდევ დაპირისპირებას და დაძაბულობის მორიგ ტალღას.
„როცა ასე უყურებს დღევანდელი „ოცნების“ ხელისუფლება, რა თქმა უნდა, საფრთხე არსებობს, ამიტომ ჩემი რჩევა ნიკა მელიას მიმართ იქნებოდა, რომ სანამ ვითარება პოლიტიკურად არ გაირკვევა და არ დალაგდება, თავი აარიდოს გარეთ გასვლას, თავი აარიდოს ხელისუფლების მხრიდან პროვოცირების შესაძლებლობას და ნუ მივცემთ შანსს ხელისუფლებას, რომ ამ შემთხვევაში და ამ საქმეში, სადაც თავიდან ბოლომდე მტყუანია, მიაღწიოს ისეთ გამარჯვებას, რომელიც შემდეგ ქვეყანაში მოიტანს კიდევ დაპირისპირებას და დაძაბულობის მორიგ ტალღას,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ბაქრაძემ, ასევე აღნიშნა, რომ რისკები, მელიას დაკავებასთან დაკავშირებით ისევ არსებობს და “ქართული ოცნების” რადიკალური ნაწილი ჯერ კიდევ მთავარ ამოცანად არა ქვეყანაში სიმშვიდეს, არამედ ძალის დემონსტრირებას მიიჩნევს.