ამერიკის შეერთებულ შტატებში მეცნიერებმა გადაშენების პირას მყოფი ცხოველის კლონი შექმნეს.
ცნობისთვის, ქრცვინი ძუძუმწოვარა ცხოველია კვერნისებრთა ოჯახიდან და აღნიშნული სახეობა საბოლოოდ გადაშენებულად მიაჩნდათ, ვიდრე 1981 წელს არ აღმოაჩინეს.
ელიზაბეტ ენი, დაახლოებით, ორი თვისაა და კლონირებული იქნა “უილას” გაყინული უჯრედებიდან, რომელიც 30 წლის წინ ცოცხლობდა.
ცნობისთვის, “უილა” რომელსაც ცოცხალი შთამომავლები არ ჰყავს, ტყვედ აიყვანეს ბუნებაში და მკვლევარები იმედოვნებენ, რომ მისი კლონი გაზრდის გენეტიკურ მრავალფეროვნებას და დაეხმარება მძიმე საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების აღდგენას.