“მთავარი არხის” გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია არჩილ თალაკვაძის მიერ ირაკლი კობახიძის ორდენით დაჯილდოებას “ფეისბუქზე” ეხმიანება.
იმდენი ვიძახე, “მოიპოვეთ ჩვენთან ერთად თავისუფლებათქო”, კობახიძემ მთლად თავისუფლების ორდენი მიიბა, _ წერს ნიკა გვარამია “ფეისბუქზე” გამოქვეყნებულ სტატუსში.
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ დღეს, 21 თებერვალს ირაკლი კობახიძე თავისუფლების საპარლამენტო ორდენით დააჯილდოვა.