შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი ვახტანგ გომელაური ჟურნალისტების შეკითხვას _ როდემდე გადაიდო ნიკა მელიას დაჭერა, არ პასუხობს.
ვახტანგ გომელაური ამ წუთებში გაერთიანებული კომიტეტის სხდომას ესწრება სხვა ძალოვანი უწყებების წევრებთან ერთად.
“გამოვალ და გავაკეთებ კომენტარს”, _ ასე უპასუხა ჟურნალისტებსმა ვახტანგ გომელაურმა კომიტეტზე შესვლის წინ.
ჟურნალისტების შეკითხვები ასევე უპასუხოდ დატოვეს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრობის კანდიდატმა თეა ახვლედიანმა და იუსტიციის მინისტრობის კანდიდატმა გოჩა ლორთქიფანიძემ.
ცნობისთვის, ამ წუთებში კომიტეტების გაერთიანებული სხდომა მიმდინარეობს, სადაც მინისტრობის კანდიდატების ანგარიშებს მოუსმენენ.
შეგახსენებთ, რომ რომ 18 თებერვალს, შსს-მ პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას გადადგომასთან დაკავშირებით, სასამართლოს განჩინების აღსრულება და ნიკა მელიას დაკავება გადადო.
წყარო: მთავარიტვ