გასული 24 საათის განმავლობაში გურიაში კორონავირუსით ინფიცირების 10 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
როგორც stopcov.ge-ზე გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, სულ ქვეყანაში ვირუსით ინფიცირების 147 ახალი დადასტურებული შემთხვევაა დადასტურებული, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 607 პირი, გარდაიცვალა 12.
ინფიცირების 147 ახალი შემთხვევიდან თბილისში გამოვლენილია 64 შემთხვევა, აჭარა – 11, იმერეთი – 28, ქვემო ქართლი – 1, შიდა ქართლი – 16, გურია – 10, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 12, კახეთი – 4, მცხეთა-მთიანეთი – 1, სამცხე-ჯავახეთი – 0, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 0.
სულ საქართველოში დადასტურებულია კორონავირუსის 268 502 შემთხვევა, გამოჯანმრთელებულია 262 244 ადამიანი, გარდაცვლილია 3 447 პირი.