გორში, მე-7 საჯარო სკოლაში დღეს დილით სასწავლო პროცესი ჩაიშალა,- აღნიშნული ინფორმაცია “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა მშობელმა მოაწოდა.
არსებული ინფორმაციით, მიზეზი, გათბობის ავარიული გამორთვა გახდა.
დეტალების გასარკვევად, გორის რესურცენტრს დავუკავშირდით.
როგორც ისინი განმარტავენ, სასწავლო პროცესი არ ჩაშლილა, უბრალოდ, გაკვეთილების რაოდენობა შემცირდა.
მათივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მიმდინარეობს პრობლემის აღმოფხვრა.