დაახლოებით, ცხრის ნახევარზე იწურება ნიკანორ მელიასთვის წაყენებული ულტიმატუმი, რომ დაემორჩილოს სასამართლოს გადაწყვეტილებას. პოლიციის ძალების ნაწილმა უკვე დაიკავა პარტიის ოფისის პირველი სართული და იქ მყოფი ადამიანების ნაწილი, რომლებიც რამდენიმე დღეა ნიკანორ მელიას დაცვის მოტივით აქ იმყოფებოდა, ოფისის გარე პერიმეტრზე გამოვიდა.
მათ შორის არიან სხვადასხვა პარტიების წარმომადგებლებიც. გარეთ მყოფი მხარდამჭერები ცდილობენ, ცალკეულ პოლიციელებს მოუწოდონ, ბრძანების შესრულებაზე უარი თქვან. ასევე, ისმის შეძახილები “მიშა!“ მიშა!“
შეგახსენებთ, რომ,დილას რვის ნახევარზე, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ოფისს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ძალებმა ალყა შემორტყეს და მოწოდებების შემდეგ, რომ პოლიციისთვის ძალისმიერი წინააღმდეგობა არ გაეწიათ, შენობაში შესვლა დაიწყეს. ნიკანორ მელიამ განაცხადა, რომ იმისდა მიუხედავად, დაიჭერენ თუ არა მას, “ამას მნიშვნელობა არ აქვს და ეს ოპერაცია ივანიშვილის რეჟიმის დასასრულის დასაწყისია“.