თქვენ იცით, რომ არსებობდა სასამართლო გადაწყვეტილება, რომელიც ძალაში იყო შესული და შინაგან საქმეთა სამინისტრო მოვალე იყო შეესრულებინა ეს გადაწყვეტილება, რაც მათ გააკეთეს კიდეც. ძალიან დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ყველა პოლიციელს, რომლებმაც ძალიან მაღალ პროფესიულ დონეზე შეასრულეს ეს გადაწყვეტილება და კანონი აღსრულდა.მადლობა მინდა ვუთხრა შს მინისტრს ვახტანგ გომელაურს კარგად ჩატარებული ოპერაციისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, სოზარ სუბარმა განაცხადა.
„ბნელი ღამე და ქვეყნის დაქცევა იწყება მაშინ, როდესაც კანონი არ აღსრულდება. 2 დღეში არის საქართველოს დამოუკიდებლობის დაცემის დღე და სწორედ იმან განაპირობა დამოუკიდებლობის დაცემა, რომა აქ ბოლშევიკური მეხუთე კოლონა და ყველაფერს აკეთებდა სახელმწიფოსთვის ძირის გამოსათხრელად. დღეს ის დღე აღარ არის, დღეს საქართველოს სახელმწიფო ძლიერია და კანონი აღსრულდება, კანონს ყველა დაემორჩილება“, – განაცხადა სოზარ სუბარი.
„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე, ნიკა მელია დააკავეს.