ვახტანგ ზენაიშვილი, რომელიც ზურაბ ჯაფარიძის თანაგუნდელია და „გირჩის“ ლანჩხუთელი სახე გახლავთ, სრულ მხარდაჭერას უცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეს, ნიკა მელიას, რომელიც დღეს ძალოვნებმა სპეცოპერაციის შედეგან პარტიის ცენტრალურ ოფისში დააკავეს.
„100 წლის წინ ბოლშევიკებმა გადააგდეს საქართველო განვითარების ბუნებრივი რელსიდან, იგივეს აკეთებს ახლა “ქართული ოცნება”. ან ჩამოვაცილებთ ხელისუფლებას ამ უაღრესად ბნელ, ანტიქართულ ძალას, ან დიდი ხნით დავრჩებით საბჭოურ წუმპეში.
სრული მხარდაჭერა ნიკა მელიას“, _ წერს ვახტანგ ზენაიშვილი სოციალურ ქსელში.