“ძველი პოლიციელებიდან შესაძლოა, რამდენიმე ათეული პროცენტი დარჩა, მაგრამ ახლა ვიზუალურადაც სხვა ხალხია, ვეღარ ვცნობ”, – განაცხადა ტელეკომპანია „მთავარის“ ეთერში საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა.
„ჩემი აზრით, პოლიცია საქართველოს პრაქტიკულად აღარ ჰყავს. რამდენიმე ათეული პროცენტი შეიძლება, დარჩა ძველი პოლიციელების, მაგრამ ახლა ვიზუალურადაც სხვა ხალხია, რასაც ვუყურებ. ვერ ვცნობ. მაგალითად, მაშინ პოლიციაში რომ მოხვედრილიყვნენ, გახდომის წამლებს სვამდნენ და სპეციალურად ვარჯიშობდნენ, რადგან ღიპიან პოლიციელს პოლიციაში არ იღებდნენ. ახლა ისევ ვიზუალურადაც იქცევიან შევარდაძისდროინდელებივით, რადგან ხიხოსტანში წახალისებულია უტიფრობა, სიუხეშე, ყველაფრის პირიქით წარმოდგენა. აქედან გამომდინარე, პოლიციაშიც მოგვიწევს სერიოზული შიდა სტრუქტურული ცვლილებები. რა თქმა უნდა, ყველა პროფესიონალი შესანარჩუნელებელია, მაგრამ ამ ხალხს უნდა მიეცეს სულ სხვა ინსტრუქტაჟი. უნდა მოხდეს პოლიციის, სასამართლოსა და პროკურატურის სრული დეპოლიტიზაცია. სხვა გამოსავალი არ არის“, – განაცხადა სააკაშვილმა