ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალშენში სოფლის კრება გაიმართა. ადგილობრივი მოსახლეობა მერის წარმომადგენელს ზურაბ მათითაიშვილს პრობლემებზე სასაუბროდ შეხვდა.
როგორც მერის წარმომადგენელმა აღნიშნა, ახალშენში პრობლემების მოსაგვარებლად ბიუჯეტიდან წელს 12 000 ლარია გამოყოფილი, შესაბამისად, სოფლის მაცხოვრებლებმა უნდა მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რის გაკეთება ურჩევნიათ აღნიშნული თანხით.
შეხვედრაზე გამოიყო ისეთი საკითხები, როგორებიცაა გარე განათების გაკეთების დასრულება, გზის და ხიდის მოწესრიგება.
ძირითადი შეხვედრა კი 2 მარტს პირველის ნახევარზე გაიმართება.
„2 მარტამდე ჩემი ინიციატივა იყო შეგხვედროდით და ჩამოვყალიბებულიყავით, რა მოთხოვნა წაგვეყენებინა მერთან. განვიხილოთ, რა გვაწუხებს და საერთო გადაწყვეტილებით ჩამოვყალიბდეთ“,_ თქვა მერის წარმომადგენელმა.
რა პრობლემები აწუხებს ახალშენის მოსახლეობას _ ამის შესახებ „გურია ნიუსი“ ვრცელ მასალას მალე შემოგთავაზებთ.