გორში 26 წლის მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს. არსებული ინფორმაციით, ის ორმოში ჩავარდა და დაიღუპა.
“მთელი სოფელი გლოვობს ახალგაზრდას. სანადიროდ ყოფილა და როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ის ორმოში ჩავარდა და დაიღუპა. სპეცრაზმში მსახურობდა, _ უთხრა “გურია ნიუსს” ერთ-ერთმა ადგილობრივმა.
როგორც “გურია ნიუსს” სოფელ ყელქცეულში მერის წარმომადგენელმა მირიან მაზმიშვილმა განუცხადა, უბედური შემთხვევა გუშინ მოხდა.