ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლების, კულტურის, სპორტის, ახალგაზრდულ საქმეთა, ჯანდაცვის და სოციალურ საკითხთა კომისიის მორიგ სხდომაზე, 2021 წლის ბიუჯეტის პროექტით გათვალისწინებული სოციალური პროგრამებით მიწოდებული მომსახურების მონიტორინგის თაობაზე ისაუბრეს.
კომისიის თავმჯდომარემ, ლელა საჯაიამ თქვა, რომ განიხილავენ სოციალურ პროგრამებს.
_ ამ ხნის განმავლობაში კარგად გამოვლინდა კონკრეტული პროგრამების მახასიათებლები, რა მიმართულებებიც ავირჩიეთ. მართალია , ვართ გამოწვევების წინაშე, თუმცა პანდემიის პირობებში ვახერხებთ მაქსიმალურად კარგად წარვმართოთ მუშაობა და დავეხმაროთ ადამიანებს, – თქვა მან და მუნიციპალიტეტის მერის მოადგილეს, ირაკლი სირაძეს თხოვა, ესაუბრა მიმდინარე პერიოდში გაცემულ სოციალურ დახმარებებზე.
ირაკლი სირაძემ ვრცლად ისაუბრა დახმარებების შესახებ. თქვა, რომ ექიმ-ეპიდემიოლოგებს, ამ წლის ბიუჯეტით დაუმატეს ხელფასი.
_მათ კოლოსალური შრომა მოუწიათ პანდემიის პირობებში. შესაძლებლობის ფარგლებში ეს გავაკეთეთ, _ თქვა მან და ისაუბრა აგრეთვე მძიმე სოციალურ პირობებში მყოფ ოჯახებზე, რომელთა დასახმარებლად მაქსიმალურ მობილიზებას ახდენენ.
ირაკლი სირაძემ ასევე საბავშვო ბაღების შესახებ ისაუბრა და თქვა, რომ ჯერ გახსნას, არსებული მდგომარეობის გამო, ვერ ახერხებენ.
_რაც შეეხება შშმ პირებს, წელს ბიუჯეტის კონკრეტულ მუხლში შეტანილია პუნქტი, მათთვის პირობების გაუმჯობესებაზე, _თქვა ირაკლი სირაძემ.