2009 წელს, საქართველოსა და თურქეთ–სამხრეთ კორეის კონსორციუმს შორის მემორანდუმის გაფორმებისას საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, რომ ”ნამახვანჰესი” სიდიდით მეორე ჰიდროელექტროსადგური იქნება საქართველოში.
”ეს ნიშნავს საქართველოში მეორე ენგურის აშენებას. ეს ნიშნავს იმერეთსა და რაჭაში დასაქმებულ 20 ათას ადამიანს. 2011 წლიდან საქართველოში უზარმაზარ საინვესტიციო პროგრამას განვახორციელებთ. ეს, გარდა იმისა, რომ ხალხს დაასაქმებს, საქართველოს, ელექტროენერგიის სახით, მუდმივი ექსპორტის წყაროს გაუჩენს”, _ ამბობდა მაშინ მიხეილ სააკაშვილი.
წერილი ამ თემაზე 2009 წლის 9 დეკემბერს www.radiotavisupleba.ge-ზე გამოქვეყნდა.