„ნაციონალური მოძრაობის” ცენტრალურ ოფისში ოპოზიციური პარტიების ლიდერების შეხვედრა მიმდინარეობს.
შეხვედრა საკოორდინაციო ხასიათისაა და ოპოზიციური პარტიების ლიდერები დაგეგმილი აქციების ფორმატთან დაკავშირებით მსჯელობენ.
„ნაციონალური მოძრაობის” წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, შესაძლოა, ხვალ დაგეგმილი აქცია განსხვავებული ფორმატით გაიმართოს, კერძოდ, ავტომობილებით აქცია-მსვლელობის სახე ჰქონდეს.